LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ: ხვიჩია

39
იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხვიჩიას განმარტებით, ყველა აღნიშნავს, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს და ასეთ პირობებში, შეუძლებელია, სასამართლოს ნდობა გააჩნდეს.

იაგო ხვიჩიას თქმით, პროცესი, რომელიც მოსამართლეს ნდობის გარეშე არჩევს, მისთვის საინტერესო არ არის:

“ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო სისტემაში მთავარი ნდობის გაჩენაა. ეს პროცესი ამ კონკრეტული კანდიდატების მიღმაა. შეიძლება, კონკრეტული კანდიდატები ძალიან ღირსეულები და საქმისთვის ძალიან მომზადებულები იყვნენ, მაგრამ ამის მიღმა პროცესი არის ისეთი, რომ ამ შემადგენლობას ნდობა ვერ ექნება.

როგორც ქვეყნის მოსახლეობა, ისე ჩვენი მეგობრები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ფასილიტატორები და ყველა გვეუბნება, რომ ამ წუთას ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ეს მთელმა მოსახლეობამ იცის და შეუძლებელია, ასეთ პირობებში სასამართლოს ნდობა გააჩნდეს. პროცესი, რომელიც მოსამართლეს ნდობის გარეშე არჩევს, ჩემთვის საინტერესო არ არის.

რაღაც უნდა გავაჩეროთ, პატივისცემა თუ გვაქვს ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც ბევრნაირი კრიზისის დაძლევაში გვეხმარებიან. ისინი გვეუბნებიან, რომ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. ძალიან სწორი და მორალური საქციელი იქნება, რომ ეს პროცესი გაჩერდეს და ერთად გავაგრძელოთ მუშაობა იმ შეთანხმების დანარჩენ პუნქტებზე, რომელიც ბატონი შარლ მიშელის შუამავლობით დავდეთ.” – თქვა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები