LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ მიიღებს: ეკა გიგაური

64
ეკა გიგაური

„მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ მიიღებს“,- აღნიშნული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გააკეთა.

მისი თქმით, „ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და შემდეგ უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ ჩატარდეს მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში“, – აღნიშნავს გიგაური.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, რომ მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემის რეფორმამდე შეჩერდეს. საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს .

„დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ხელისუფლება აკეთებს, არ არის სიღრმისეული რეფორმა, ეს არის ზედაპირული. ისინი სასამართლოში კონკრეტულ პროცესებს არ აჩერებენ. არამხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არამედ დასავლელი პარტნიორებისგან არის ეს მოთხოვნა, რომ სანამ რეფორმა არ ჩატარდება, გარკვეული პროცესები და მოსამართლეების დანიშვნები გაჩერდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, – აღნიშნავს გიგაური.

პოპულარულები