რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო, ხოლო ადვოკატების მოთხოვნა აითაჯის დედისა და ბიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე დედის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 100 000 ლარიან გირაოს, ხოლო ბიძის – 20 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა.
ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ - რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული
მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო.
ბრალდებულებმა დღევანდელ სასამართლოზე დუმილის უფლებით ისარგებლეს. მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა.
ინფორმაციისთვის, 14 წლის აითაჯის მკვლელობაში 27 წლის ასიმ ასლანოვია ბრალდებული. ის არასრულწლოვანთან იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა.
აითაჯის დედა და ბიძა კი ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.