LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან “რუსთავი 2”-ის ადვოკატები გააძევა

71

მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან „რუსთავი 2“-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოლეგიამ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე – 100 ლარით, თამთა მურადაშვილი – 300 ლარით, დიმიტრი საძაგლიშვილი კი 500 ლარით დააჯარიმა.

სხდომათა დარბაზიდან მოსამართლემ გააძევა არასამტავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილიც. მასთან ერთად დარბაზი სხვა დამსწრე პირებმაც დატოვეს. ასევე მოსამართლემ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ტელეკომპანიის ცნობით, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ ნათია გუჯაბიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე სიტყვით გამოვიდა. მან „რუსთავი 2“-ის საქმე არ აიცილა.

“იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს,” – განმარტავს მოსამართლე.

სასამართლო კოლეგიის მოსამართლის განმარტებით, არც დისციპლინური სამართალწარმოება და მათ შორის, არც სარეკომენდაციო ბარათი მის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული.

„მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, არანაირი ემოცია – არც დადებითი და არც უარყოფითი ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს,” – აცხადებს გუჯაბიძე.

ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვება ითხოვეს, რაზეც მათ უარი უთხრეს, რის გამოც პროცესზე კამათი მიმდინარეობს.

სხდომა დატოვა პოლიტიკოსების ნაწილმა, მათ შორის პაატა დავითაიამ და ბაჩუკი ქარდავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g