LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსაწვევი ყველას გაუგზავნეს საერთო ჩატით, თუმცა…  ბევრი საქმეები მქონდა“ – რატომ არ დაესწრო თემურ ჭყონია პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრას

373
თემურ ჭყონია

„აზრთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. თუ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, შეხვედრას რა აზრი აქვს?!“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bpn.ge-ისთან პრემიერ მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მის თქმით, მოსაწვევი საერთო ჩატით ყველას გაუგზავნეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, ვერ დაესწრო.

თუმცა, თემურ ჭყონია იქვე აღნიშნავს, რომ „ეს თემები“ მისთვის მოძველებულია.

„მოსაწვევი ყველას გაუგზავნეს საერთო ჩატით, მე სამწუხაროდ, ორშაბათობით ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სტუმრები მყავდა და ვერ დავესწარი. ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია, თუმცა, ბევრი საქმეები მქონდა და ამიტომ ვერ დავესწარი, ეს არის რეალური მიზეზი.

რაც ჩემი თავი მახსოვს, ასეთი შეხვედრები სულ არის და მოძველებულია ეს თემები ჩემთვის“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ნოშიკო ნამორაძე: „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!“

„არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს.“

კითხვაზე, მომავალში აპირებს, თუ არა მსგავს შეხვედრაზე დასწრებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ არ იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ვიწრო წრეში შეხვედრები უფრო შედეგის მომცემი იყოს. იმ შემთხვევაში კი, თუ შეხედულებების გათვალისწინება არ მოხდება, შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

„არ ვიცი მომავალში დავესწრები თუ არა, გააჩნია, რა შინაარსის იქნება. მე ვფიქრობ დღევანდელი მდგომარეობით და იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მოქმედმა ბიზნესებმა განვითარების ამდენი ეტაპი გაიარეს, შეიძლება ასეთ შეხვედრები აუცილებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვიწრო წრეებში უფრო შედეგის მომცემი იქნება. აზრთა გაცვლა უნდა ხდებოდეს. თუ ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, შეხვედრას რა აზრი აქვს?!“,- ამბობს თემურ ჭყონია.

რაც შეეხება შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენების განცხადებას, რომ პრემიერმა ისინი ევროინტეგრაციის გზის შეუქცევადობაში დაარწმუნა, თემურ ჭყონია ამბობს, რომ სურვილი ერთია, გადაწყვეტილების მიმღებნი კი ის ქვეყნები არიან, რომლებიც საქართველოს არასწორი კურსისკენ მიუთითებენ.

„მეგობრებო, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ევროინტეგრაციის კურსი აქვს ბევრ ქვეყანას და სამწუხაროდ, ყველა ვერ აღწევს სასურველ შედეგს. ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, სადაც ვაპირებთ ინტეგრაციას. მთავარი ეგ არის, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ისინი იყვნენ თანახმა, თორემ ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი და განცხადება, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ძალიან პოპულარული და კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებზეა დამოკიდებული. თუ ის ქვეყნები გეუბნებიან, რომ თქვენი ევროინტეგრაციის კურსი თანხვედრაში არ არის იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ჩვენ გიყენებთ, მაშინ ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი გამოდის და არა პრაქტიკაში განსახორციელებელი თემა.

ყველაფერი ჩვენ სურვილზე რომ იყოს… შეიძლება ვთქვათ, ჩვენ სურვილი გვაქვს, უვიზო მიმოსვლა იყოს მთელ მსოფლიოში, კარგია, მაგრამ მთელმა მსოფლიომ უნდა გაგიხსნას ეს თემა, ის ქვეყნები უნდა იყვნენ თანახმა, ვისკენაც მივდივართ”,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნეს სექტორს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, თითქმის 4 საათი გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g