“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები საბოლოოდ დაჯილდოვდნენ, მათი გმირის დანახვით, როდესაც გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილი ციხის საკნიდან, გისოსებს მიღმა ფანჯარაში გამოჩნდა”, – ასე იწყებს საერთაშორისო გამოცემა BBC მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატიას სათაურით – “მოშიმშილე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ციხიდან აზანზარებს”.
როგორც გამოცემა წერს, სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან “მიშა! მიშა!” – სკანდირებდნენ.
სააკაშვილი მოულოდნელად დაბრუნდა საქართველოში რვაწლიანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს. იგი 1 ოქტომბერს დააკავეს,- წერს გამოცემა და დასძენს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი ბრალი.
დაბრუნება უკან, რუსეთის ორბიტაზე, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან დრემდე შიმშილობს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
BBC მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე გზავნილს უთითებს.
“რატომ დავთმე ჩემი თავისუფლება და ჩემი, როგორც უკრაინის მთავრობის წევრის, რომ ჩემ სამშობლოში სინდისის პატიმარი გავმხდარიყავი?”, – დაწერა მან შიმშილობის მე-17 დღეს.
“არ შემეძლო შორიდან ყურება, მანამ სანამ ქვეყანა, რომლის აშენებაზეც ამდენი ვიმუშავე, წარუმატებელი, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ახალ დასავლურ დემოკრატიამდე და აშშ-ს მტკიცე მოკავშირემდე, ისევ რუსეთის ორბიტაზე გადავიდა”.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. ხოლო “ქართული ოცნების” მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს საგა პოლიტიკური თეატრია. გამოცემა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე წერს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სააკაშვილის შიმშილობას მეორე ტურის წინ “მოჩვენებითი ქრონიკა” უწოდა.
მტერი N1 – წერს BBC-ი და ამავე სტატიაში იმასაც აღნიშნავს, რომ ოთხშაბათს სააკაშვილის იურიდიული გუნდის წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესვლაზე უარი ეთქვა.
“პირველად გამოვცადე ქართული სტუმართმოყვარეობა”, – ჩივის უკრაინელი ადვოკატი, ევგენ გრუშოვეცი.
“2013 წლის ბოლოს საქართველოდან წასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იყო ნომერ პირველი მტერი ქვეყნის მმართველი პარტიის – “ქართული ოცნებისა” და მისი მილიარდერი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილისთვის” – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტექსტი, რომელიც მან ციხიდან ბიძინა ივანიშვილისთვის დაწერა.
„ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე,“- ნათქვამია სტატიაში.