„მოსიარულე მკვდრების“ გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც სერიალის კასკადიორი დაიღუპა, ტელეარხმა AMC სან-დიეგოში Comic Con 2017-ზე ყველა ღონისძიება გადადო, თუმცა ცნობილი გახდა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი – პროექტის პრემიერის თარიღი. „მოსიარულე მკვდრების“ მერვე სეზონის პირველი სერია ეთერში 22 ოქტომბერს გამოვა.
სპეციალურად ამ მოვლენისთვის ოფიციალური პოსტერიც გამოქვეყნდა, სადაც ორი მთავარი მოწინააღმდეგე მხარე – რიკი და ნიგანი არიან გამოსახულები.
#TWD Comic-Con art is finally here. Are you ready for Rick and Negan to face off this fall? #SDCC pic.twitter.com/IyoOYmTUWB
— The Walking Dead AMC (@WalkingDead_AMC) July 19, 2017