“მოსიარულე მკვდრების“ მე-8 სეზონის პრემიერამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. პირველი სერია კი საიუბილეო იქნება პროექტის ისტორიაში და ის რიგით მე-100 იქნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემამ Entertainment Weekly სერიალის გმირებს ერთდროულად რამდენიმე გარეკანი დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ ტელეარხ AMC-ზე სერიალის ახალი სეზონის პირველი სერია ეთერში 22 ოქტომბერს გავა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ საიუბილეო სერია 67 წუთს გაგრძელდება.