LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვიდან დროებით ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა

124
UVT Aero

რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა. რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანიამ UVT Aero გადაწყვიტა, დამატებითი რეისი პირველ მაისს შეესრულებინა.

ცნობისთვის, ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველ რეისს ნიჟნი ნოვგოროდიდან ავიაკომპანია Ikar-იც შეასრულებს.

შეგახსენებთ, აღნიშნული ავიაკომპანიები სანქცირებულია ევროკავშირის მიერ – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება აკრძალული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g