LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის პასუხი ერევანს: მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან დახმარების შესახებ – სადავო საკითხები დიპლომატიით უნდა გადაწყდეს

110
უილუი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადებების შესაბამისად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სომხეთმა საზღვარზე ესკალაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მიმართა.

„მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან, რომ დავეხმაროთ სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და ОДКБ-ს საშუალებით“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით.

კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება – აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა მისი შუამავლობით შეწყდა. უფრო ადრე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანული წყაროებით, თუმცა, რუსეთის შუამავლობა ნახსენები არ ყოფილა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებულ საკითხს წამოჭრის.სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მინიმუმ 49 ჯარისკაცი დაიღუპა.

49 ადამიანი დავკარგეთ – ფაშინიანის განცხადება შეტაკებებზე და აზერბაიჯანული წყაროების ბოლო ცნობები საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე

„თუ რაიმე როლის შესრულება შეგვიძლია, ყველანაირად მზად ვართ“ – უნდა შეიკრიბოს თუ არა უსაფრთხოების საბჭო, რას ამბობს კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g