LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რაიმე როლის შესრულება შეგვიძლია, ყველანაირად მზად ვართ“ – უნდა შეიკრიბოს თუ არა უსაფრთხოების საბჭო, რას ამბობს კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე

53
ირაკლი-კობახიძე-2

თუ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე როლის შესრულება შეუძლია ამ კუთხით,  ყველანაირად მზად ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი ამოცანა უნდა იყოს კონფლიქტის შეჩერება, რასაც ვამბობდით მათ შორის უკრაინის საკითხთან მიმართებით და კიდევ უფრო მგრძნობიარეა ეს თემა, რადგან ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. თუ რამის გაკეთება შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

„წუხელ სერიოზული ბრძოლა იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. უკრაინაში ნახევარი წელია ომია. ჩვენ დაგვიღია პირი და “აბა ომი გინდა”-ს გავიძახით“ – ალეკო ელისაშვილი ასახელებს 5 ნაბიჯს, რაც საქართველომ უნდა გადადგას

კითხვაზე, უნდა შეიკრიბოს თუ არა უსაფრთხოების საბჭო, რომელიც აღნიშნულ კონფლიქტზე იმსჯელებს, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შიგნით ასეთ საკითხებზე კონსულტაციის პრობლემა არ არის.

„საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, მთავრობა არის მთავარი ორგანო, რომელიც ასეთ საკითხებზე მსჯელობს და მთავრობის შიგნით ასეთ საკითხებზე კონსულტაციის პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო ცნობებით, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, თუმცა სომხურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g