LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წუხელ სერიოზული ბრძოლა იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. უკრაინაში ნახევარი წელია ომია. ჩვენ დაგვიღია პირი და “აბა ომი გინდა”-ს გავიძახით“ – ალეკო ელისაშვილი ასახელებს 5 ნაბიჯს, რაც საქართველომ უნდა გადადგას

488
BeFunky-collage (3)

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„წუხელ სერიოზული ბრძოლა იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. უკრაინაში ნახევარი წელია ომია. ჩვენ დაგვიღია პირი და “აბა ომი  გინდა”-ს გავიძახით. არადა კაცობრიობის ისტორიის აქსიომაა – თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო!

  1. საქართველომ უნდა გააორმაგოს სამხედრო ბიუჯეტი
  2. გვჭირდება ახალი, ეფექტური შეიარაღება. ნაწილი უნდა ვიყიდოთ, ნაწილის წარმოება ოდესმე დავიწყოთ
  3. უნდა შევქმნათ ეფექტური ტერიტორიული თავდაცვის ძალები ყველა ქალაქსა და რეგიონში
  4. უნდა აღდგეს გაწვევა – ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური! ვაზუსტებ არა ყარაულად სადღაც, არამედ ჯარში უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების რამდენიმეთვიანი კურსი
  5. იარაღის კანონი უნდა გადაიხედოს და გამარტივდეს. უნდა დავუბრუნოთ რუსების მიერ წართმეული იარაღის ფლობის და შენახვის კულტურა. უნდა მოეწყოს სასროლეთები ყველგან სადაც შესაძლებელია

ეს ყველაფერი მოგვცემს ეროვნული წინააღმდეგობის კომპლექსურ შესაძლებლობას და მტერს ჩვენზე თავდასხმას გადააფიქრებინებს! სხვა შემთხვევაში დავაღოთ პირი და ვატრიალოთ სუფრაზე ყანწები“,- წერს ალეკო ელისაშვილი.

ბოლო ცნობებით, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, თუმცა სომხურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g