LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

49 ადამიანი დავკარგეთ – ფაშინიანის განცხადება შეტაკებებზე და აზერბაიჯანული წყაროების ბოლო ცნობები საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე

52
BeFunky-collage (4)

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც სააგენტო „ტრენდ აზი“ წერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. თუმცა, როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ღამით აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებების შედეგად 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დანაკარგს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და „აბსურდულს“ უწოდებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი  „ტვიტერში“ წერს, რომ ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად ორივე მხარესთან კონტაქტზე იმყოფება

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები და ინტენსიური ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება – აშშ ერევანსა და ბაქოს მოუწოდებს, სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს

 

 

mazda magti 5g