LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის უდიდესი აეროპორტის თანამშრომლები უმუშევრები რჩებიან

166
aeroporto-sheremetyevo-mosca

მოსკოვის „შერემეტიევო“-ს აეროპორტის თანამშრომლები უმუშევრები რჩებიან.

რუსეთის უდიდესი აეროპორტი პერსონალის ნაწილს სახლში უშვებს. ინფორმაციას გაზეთი „იზვესტია“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მიზეზი საჰაერო გადაზიდვების შემცირებაა, რაც დასავლეთის სანქციებითაა გამოწვეული.

როგორც „იზვესტიას“ აეროპორტიდან სანდო წყარომ აცნობა, ჯერჯერობით, საუბარია პერსონალის 40%-ის დროებით დათხოვნაზე. ეს, დაახლოებით, 6-7 ათასია 18 ათასი თანამშრომლიდან.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, „შერემეტიევოში“ საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g