მოსკოვში კოქსისა და გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, აალების შედეგად ცეცხლის სვეტი 20 მეტრით გაიზარდა და ხანძრის გავრცელების ფართობი 200 კვადრატული მეტრი იყო.
როგორც მედია იუწყება, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მსხვერპლი არ ყოფილა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.