LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსუქებულ „გლადიატორს“ ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობა სურს

887
safe-image (1)

56 წლის მსახიობმა, რასელ ქროუმ საზოგადოებას შეახსენა, რომ მიუხედავად ზედმეტი კილოგრამებისა, მისი „ალტერ ეგო“, მაქსიმუსი კვლავ ცოცხალია და იმედოვნებს, რომ ფილმ „გლადიატორის“ გაგრძელებაში მიიღებს მონაწილოებას. მართალია,  საკულტო ფილმის მთავარი პერსონაჟი 2000 წელს მოკლეს, თუმცა, ქროუს განცხადებით მაინც არსებობს იმის შანსი, რომ ფილმის გაგრძელებაში ის კვლავ გამოჩნდეს.

„მართლია პირველ ფილმში მე მოვკვდი, მაგრამ უამრავი იდეა არსებობს იმისათვის, რომ კვლავ ცოცხალი ვიყო“ – განაცხადა რასელმა.

შეგახსენებთ, 2018 წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ რეჟისორი რიდლი სკოტი  „გლადიატორის“  სიქველის გადაღებას გეგმავს. თუ ვინ შეასრულებს გლადიატორის როლს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები