ალ. მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში ტრაგიკულად დაღუპული, 16 წლის იოსებ ადეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ვიდეო: „ყვიროდა ბავშვი დამეხმარეთო, მიშველეთო… დაიბნენ პატარები და ვერაფერი ვერ უშველეს… ისეთი დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, მეცოდება ჩემი ბიჭი, რომ არ ვიცი ვის უნდა დავაბრალო?“ – რას ჰყვება რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში დაღუპული მოზარდის დედა
რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან ინტერვიუს ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.
„ალ. მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება ამავე სკოლის მოსწავლის, იოსებ ადეიშვილის გარდაცვალებას.
სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა!
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ალ. მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება ამავე სკოლის მოსწავლის, იოსებ ადეიშვილის გარდაცვალებას. სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა! 🙏 ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს.
Posted by ალ.მაჭავარიანის სახ. ხელოვნების სკოლა on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025
რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში ტრაგედია შაბათს მოხდა. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.