LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მოთენა” მომხმარებელს უსაფუარო პურს სთავაზობს

402

შპს ”მოთენა” მომხმარებელს ვიტამინების და საფუარის გარეშე გამომცხვარ შავ პურს სთავაზობს. პური უკრაინული ტრადიციული მეთოდით ცხვება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ავთანდილ ხურცილავამ განუცხადა,  უკრაინული შავი პური ”დარნიცკი” ქართულ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს .

”ჩამოყვანილი გვყავდა უკრაინელი ტექნოლოგი, რომელიც ნახევარი წელი ჩვენს საწარმოში იმყოფებოდა და ”მოთენას” წარმომადგენლებს პურის ცხობის საკუთარი მეთოდი შეასწავლა. საწარმოც უკრაინული თანამედროვე ტექნოლოგიებით გვაქვს აღჭურვილი და პურის დაახლოებით 15-ამდე სახეობას ვაწარმოებთ”, – აღნიშნა ხურცილავამ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინული შავი პურის გარდა, ”მოთენას” ბრენდის ქვეშ ქართული, თეთრი პურიც იწარმოება. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას ის ჯერჯერობით თბილისის და ბოლნისის მასშტაბით ხორციელდება.

”ჩვენი პური იყიდება როგორც თბილისის უბნის მაღაზიებში, ასევე რამდენიმე დიდ სავაჭრო ქსელში. გასაყიდი ფასი კი, სახეობების მიხედვით, 1,50-დან- 1,60 ლარამდე მერყეობს”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

შპს ”მოთენა” 2014 წელს დაარსდა და ის საწარმოს თბილისში, მუხიანში ფლობს. საწარმოში ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები