კომპანია Motorola-მ 2017 წლის ყველაზე იაფფასიანი სმარტფონები – Moto C და Moto C Plus წარმოადგინა. ვიზუალურად ისინი ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა შიდა ფუნქციები განსხვავებული აქვთ.
Moto C – სმარტფონი არის 5 დიუიმიანი, მუშაობს Android-ის სისტემაზე და წარმოდგენილია ოთხ ფერში – შავი, ოქროსფერი, თეთრი და ალუბლისფერი.
Moto C Plus – 5 დიუიმიანი FWVGA დისპლეით, 8 ან 16 გიგაბაიტიანი მეხსიერებით. ისიც Android-ის ბაზაზე მუშაობს.
ორივე მოდელი ბიუჯეტურია და ისინი გაყიდვაში მიმდინარე წლის ივნისში გამოვა.
