ლალი მოროშკინამ ინფექციური კლინიკა ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარით დაასაჩუქრა. ამის შესახებ კლინიკა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.
“მოულოდნელი საჩუქარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” თავმჯდომარე ლალი მოროშკინასგან, რომელმაც კლინიკაში ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული
ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარი მოიტანა.
პროდუქცია ქართულია და 100%-ით ნატურალური. მადლობა! სიკეთე გადამდებია…”