ჟოზე მოურინიო ”ჩელსის” ყოფილი ლეგენდის ფრენკ ლემპარდის ქორწილს დაესწრო. 37 წლის ფეხბურთელი ჩრდილო ირლანდიელ ტელეწამყვან კრისტინ ბლიკლიზე დაქორწინდა.
მოურინიომ და ლამპარდმა თბილი ურთიერთობები შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა კლუბი 2014 წელს დიდწილად სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის გამო დატოვა.
ქორწილში ასევე იყვნენ ”ჩელსის” მრავალწლიანი კაპიტანი ჯონ ტერი, არისტოკრატების ექს კარის დარაჯი პიტერ ჩეხი, ლემპარდის ბიძა, ჰარი რედნაპი შვილ ჯეიმისთან ერთად და სხვები.
https://www.youtube.com/watch?v=JCDaoTZ43DQ