“მანჩესტერ იუნაიტედის”მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სატელევიზიო ექსპერტად იმუშავებს, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პროგნოზი გააკეთა – განსაკუთრებულმა გუნდები ჯგუფებში ადგილების მიხედვით გაანაწილა და შესაბამისად, მერვედფინალური წყვილები შეადგინა.
პორტუგალიელ სპეციალისტს არ სჯერა, რომ მისი თანამემამულეები B ჯგუფში ესპანეთს გაასწრებენ, ამიტომაც, პორტუგალიას მეორე ადგილი მისცა.
უცნაური იყო C ჯგუფში ავსტრალიის მეორე ადგილზე გაყვანა და კიდევ უფრო უცნაური – ხორვატიის ბოლო ადგილი D ჯგუფში. გარდა ამისა, მოურინიომ G ჯგუფში ინგლისი ბელგიაზე მაღლა დააყენა, ხოლო H ჯგუფი სენეგალს მოაგებინა.
მოურინიოს აზრით, ჯგუფებში ადგილები შემდეგნაირად განაწილდება:
A ჯგუფი: 1. ურუგვაი, 2. რუსეთი, 3. ეგვიპტე, 4. საუდის არაბეთი
B ჯგუფი: 1. ესპანეთი, 2. პორტუგალია, 3. მაროკო, 4. ირანი
C ჯგუფი: 1. საფრანგეთი, 2. ავსტრალია, 3. პერუ, 4. დანია
D ჯგუფი: 1. არგენტინა, 2. ნიგერია, 3. ისლანდია, 4. ხორვატია
E ჯგუფი: 1. ბრაზილია, 2. შვეიცარია, 3. სერბეთი, 4. კოსტა რიკა
F ჯგუფი: 1. გერმანია, 2. მექსიკა, 3. შვედეთი, 4. სამხრეთ კორეა
G ჯგუფი: 1. ინგლისი, 2. ბელგია, 3. პანამა, 4. ტუნისი
H ჯგუფი: 1. სენეგალი, 2. პოლონეთი, 3. კოლუმბია, 4. იაპონია
შესაბამისად, ასეთი მერვედფინალური წყვილები მივიღეთ:
ურუგვაი-პორტუგალია
ესპანეთი-რუსეთი
საფრანგეთი-ნიგერია
არგენტინა-ავსტრალია
ბრაზილია-მექსიკა
გერმანია-შვეიცარია
ინგლისი-პოლონეთი
სენეგალი-მექსიკა