მოუსმინეთ როგორი ხმა აქვს Corvette-ის ძრავიან Porsche 911-ს. ამერიკელმა ბობ რედკემ 1975 წლის პორშე იყიდა, თუმცა ავტომობილს ძრავი არ ქონდა და ავტომოყვარულმაც უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. სტანდარტული 2,7 ლიტრიანი ძრავის ნაცვლად სპორტქარში General motors-ის 6,3 ლიტრიანი ძრავი ჩაამონტაჟა. აგრეგატის შეცვლისას რედკემ სპეციალური ტექნოლოგიები გამოიყენა, რამაც მას საშუალება მისცა რომ ძარის სტრუქტურა არ შეეცვალა და შედეგად ავტომობილის დიზაინიც უცვლელი დარჩენილიყო. ახალი ძრავის ძალა 611 ცხენის ძალას შეადგენს, რამაც სპორტული ავტომობილი კიდევ უფრო ძლიერი და სწრაფი გახადა. ავტომოყვარულმა თავისი ქმნილების სადემონსტრაციოდ ქსელში ვიდეო გაავრცელა და შეფასება საზოგადოებას მიანდო.