„ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფთალი ბენეთის და მას წარმატებას ვუსურვებ! საქართველოსა და ისრაელს განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებთ,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წერს და ისრაელის მთავრობის ახალ მეთაურს მიმართავს.
„წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის, მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით. ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Congratulations & best of luck to @IsraeliPM @naftalibennett! ??&?? are linked by a unique friendship of 26 centuries & a common cultural heritage. Looking forward to working w/ you closely to build on & deepen our strong partnership for the success of our brotherly nations.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 14, 2021