LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს!!!” – ინგა მამუჩიშვილი კოკა-კოლას დადებით მხარეებზე საუბრობს

7087
ინგა მამუჩიშვილი

,,ნიუ ჰოსპიტალსის” პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვებისთვის საყვარელ სასმელზე, კოკა კოლაზე ვრცელ პოტს აქვეყნებს. ექიმი სასმელის ზომიერ მიღებასა და მის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. ამავე დროს, საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც კოკა კოლას უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

ექიმო, Coca-Cola-ს ვასმევ ბავშვს, მაგრამ ჰელმინტები(ჭიები) მაინც ყავს?? სრული სერიზულობით მეკითხება ერთი ძალიან საყვარელი დედიკო❤️ პროპაგანდას არ ვუწევ ამ ჩემთვის საყვარელ სასმელს, მაგრამ ვერც მის წინააღმდეგ წავალ ვერავითარ შემთხვევაში, ვერც იმას გეტყვით, რომ გახეხეთ უნიტაზები, კაფელი,მეტლახი, მოაცილებს ჟანგს, განკურნავს ნებისმიერ დაავადებას,დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს… მაგრამ მოვიშოროთ მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა კლავს!!! პირიქით ის გამოიყენება როგორც სადეზინტოქსიკაციო და მასტიმულირებელი საშუალება!!! უბრალოდ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს,კოკა-კოლას 0,33 ლ ბოთლი, შეიცავს 35 გრ.შაქარს, რაც დღე-ღამიური ნორმის 70%_ს შეადგენს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნით შაქრის ეს რაოდენობა უახლოეს მომავალში 2 ჯერ უნდა შემცირდეს,რადგან სარისკოა სიმსუქნის განვითარებისთვის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს წარმოადგენს კოკა-კოლას ისეთივე აკრძალვები აქვს, როგორც ზოგადად სხვა გაზიან სასელებს და არ არის მისი დიდი რაოდენობით მოხმარება რეკომენდირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები,ქრ ქოლეცისტიტი და ა.შ) ისე,რომ ზომიერების დაცვა აქაც ძლან მნიშვნელოვანია! ბავშვებს ნუ დაალევინებთ 3 წლამდე ასაკადე!! თქვენ კი დაიცავით ზომიერება ჩემო ძვირფასებო! კოკა-კოლა წარმოებულია
The Coca-Cola Company-ის მიერ, წარმოშობა—აშშ, იწარმოება 1886 წლიდან!! 2005-2015 წლებში Interbrend-ის რეიტინგის მიხედვით მიჩნეული იყო, ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად!!! კოკა-კოლა არ კლავს, მაგრამ არც სიცოცხლეს ახანგრძლივებს!!! ვისაც გიყვართ მიირთვით,ზომიერების დაცვით❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g