წალენჯიხაში, გასულ ღამეს, კლინიკაში 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს და მოითხოვს, რომ წალენჯიხას რეანიმობილი გადაეცეს.
როგორც თამარ ბელქანია „ფორტუნას“ უყვება, რეანიმობილი მამაკაცის კლინიკაში შეყვანიდან სამი საათის შემდეგ მივიდა:
„პაციენტი ღამე 22:30-ზე შევიდა, მაშინვე კომა განუვითარდა. 00:00-ზე დამძიმდა, რეანიმობილი სამი საათის შემდეგ მივიდა, ცოცხალი იყო, მაგრამ გული გაუჩერდა“, – უთხრა თამარ ბელქანიამ „ფორტუნას“.
„არაფერ ზედმეტს არ დავწერ – მოვითხოვ წალენჯიხას გადაეცეს რეანომობილი!
გუშინ პაციენტი 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რეანომობილი გამოძახებიდან სამი საათის შემდგომ მივიდა.
დაანებეთ თავი ჯანდაცვის პოლიტიზებას-ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება!“ – წერს თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.