LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თუ არადა… – ირაკლი კობახიძე

89
1211Kobakhidze

პარლამენტის შენობის პიკეტირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარია კანონის უზრუნველყოფა და უზენაესობა. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს იმოქმედონ კანონის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ.

გამოხატვის თავისუფლება გასცდა კანონის ფარგლებს: შსს-მ განცხადება გაავრცელა და მომიტინგეებს ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდა

კობახიძის განმარტებით, მმართველი პარტია პატივს სცემს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო პიკეტირება, ბლოკირება და  სხვა მსგავსი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს შეუშლის, მათთვის მიუღებელია.

მმართველი პარტიის მდივანი აცხადებს, რომ პიკეტირების კანონიერებასთან დაკავშირებით საქართველოს ომბუდსმენის განცხადება  სრულიად აცდენილია სფეროს და არსს.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას 2020 წელის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და გერმანულ მოდელს, მან აღნიშნა, რომ მოდელი, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს, წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ საქართველოს კონსტიტუციასთან და ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციაშიც.

“მე ვიცი რა რასთან მოდის წინააღმდეგობაში” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და და ჟურნალისტებს განუმარტა პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემის მოკლე შინაარსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g