LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით, “ნაციონალურ მოძრაობას” – გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და დაეხმაროს საქართველოს მდგომარეობის ნორმალიზებაში: ევროპარლამენტარი

128
Untitled design (1)

“მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობას”, იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს, მდგომარეობის ნორმალიზებაში.” – ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და ხაზს უსვამს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის აუცილებლობს.

გრეგოროვა სოციალიურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ხშირად არის კრიტიკული, თუმცა ახლა მიესალმება მმართველი გუნდის მზაობას – ხელი მოაწეროს აღნიშნულ 5-პუნქტიან შეთანხმებას:

“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიმართ ხშირად მკაცრი ვარ, რადგან მსურს, საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს, თუმცა ამჯერად მივესალმები მათ სურვილს შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობას” – გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და დაეხმარონ საქართველოს მდგომარეობის ნორმალიზებაში.” – წერს გრეგოროვა.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია, მათ შორის არის მართლმსაჯულების საკითხები და მომავალი არჩევნები.

დღეს, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწერონ.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კი პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება რომელზეც, ოპოზიციური პარტიის წევრები ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე იმსჯელებენ და მასზე ხელმოწერის საკითხს განიხილავენ.

 

mazda magti 5g