LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მენეჯმენტს გადადგეს – დიდ დიღომში აფეთქებისას დაზარალებულთა ადვოკატი

ალექსანდრე კობაიძ

მოვუწოდებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მენეჯმენტს გადადგეს, რადგან ფაქტია, რომ ისინი ამ კომპანიას ვერ მართავენ, – ამის შესახებ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების ადვოკატმა, უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ კომპანიის გულგრილობისა და განუხორციელებული სამუშაოების გამო, თბილისში უამრავი ადამიანი იგუდება გაზით.

„წელს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა ადამიანები გაზის გაჟონვის მსხვერპლი ხდებიან. ჩემი მთავარი ამოცანაა, ვთქვა, რომ უნდა გადადგეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის” მენეჯმენტი და რაც მთავარია, მოვუწოდებ საზოგადოებას, დღეიდან დაიწყოს აქტიური კამპანია ამ კუთხით, რათა არ მიეცეს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ამჟამინდელ მენეჯმენტს უფლება, კვლავ განახორციელოს მართვა აღნიშნული კომპანიის. ფაქტია, პრევენციისთვის არანაირ ღონისძიებას არ მიმართავენ და არქმევენ უბედურ შემთხვევას,” – აღნიშნა კობაიძემ.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაწყებულია დაზარალებული ოჯახების მატერიალური ზიანის დათვლა, რის შემდეგადაც ინდივიდუალურად უნდა იყოს დათვლილი მორალური ზიანის ოდენობაც.

“დავიწყეთ ინდივიდუალურად 89 ოჯახის მატერიალური ზიანის დათვლა, ამას დაახლოებით სამი თვე სჭირდება. შემდეგ მოვითხოვთ მორალური ზიანის ოდენობის დათვლას, რაც ინდივიდუალურად მოხდება. მერე შევიტანთ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმედია, კომპანია მაშინ მაინც მოეგება გონს, რომ ასეთი საქმიანობა აღარ გააგრძელოს ჩვენს ქალაქში და ვფიქრობ, ამის შემდეგ დაიცავენ მაინც უსაფრთხოების ნორმებს. გამოძიებაში კორპუსის მშენებლისკენ არ არის ბრალდებები, ყველანაირი გონივრული ეჭვი გამოირიცხა კომპანიის წარმომადგენლების მიმართ. ვფიქრობ, არამარტო უბედური შემთხვევა, არამედ ამას სამართლებრივი კვალიფიკაციაც უნდა მიენიჭოს. ამიტომ ვეხმარებით სამართლებრივად დაზარალებულებს, რომ შედგეს სარჩელი და სამართლებრივადაც გვქონდეს ბერკეტი, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და ბრალეული მხარე “ყაზტრანსგაზ-თბილისია,” – განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

mazda magti 5g