LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები და დაისვას ზუსტი დიაგნოზი” – ვანო მერაბიშვილის ადვოკატი

1474544540577738

სახალხო დამცველის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობა მომატებულია, –  ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს და ზუსტი დიაგნოზი დაისვას.

“მუდმივად ვამბობდით, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულყოფილი კვლევა არ იყო ჩატარებული და არ იყო ზუსტი დიაგნოზი. სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ექსპერტიზა. მათ მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგად არსებობდა. დაიქირავეს ექსპერტი და გადასცეს ეს დოკუმენტაცია. აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულყოფილი. სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობაა მომატებული. გაიცა რეკომენდაცია, რომ გამოკვლევები დამატებით ჩატარდეს. ექსპერტის თქმით, ლიმფოციტების მატება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, რომელიც მერაბიშვილს ამ მომენტამდე აქვს. მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, რომ ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები და დაისვას ზუსტი დიაგნოზი,” – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.