LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გაწვევაზე

136
ევროკავშირი და საქართველო - რადიო _თავისუფლების_ ფოტო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ქართული ოცნების“ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიესალმება და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით.

ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით.“– აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

magti 5g