LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ ყველას, რომ დილის 5 საათზე ვიყოთ ისევ აქ, რადგან მოსალოდნელია კომპანიის შემოსვლა ხეობაში” – ვარლამ გოლეთიანი

71
varlam-golethiani-1-scaled-671x400

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ დილის 5 საათზე შეიკრიბონ, რადგან მისი ინფორმაციით, კომპანია “ენკა” ხეობაში შესვლას გეგმავს.

“მოვუწოდებთ ყველას, რომ დილის ხუთ საათზე ყველა უნდა ვიყოთ ისევ აქ, რადგან მოსალოდნელია კომპანიის შემოსვლა ხეობაში. ბუნებრივია, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შევიდნენ სამუშაოდ. მნიშვნელოვანია, დილის ხუთ საათზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვიყოთ“,-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ამასთან, როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, გუმათში, რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა კვლავ არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

“ნამახვანჰესის” წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

„ტრადიციულად, გვქონდა ბარიკადის მეორე მხარეს გადასვლის მცდელობა, ჩვენმა თანამებრძოლებმა ტყით შემოუარეს. როგორც ჩანს, სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენი თანამებრძოლების მეორე მხარეს აღმოჩენას და ამიტომ გაეკიდა სპეცრაზმი ტყეში, მოაბრუნეს უკან, რასაც მოყვა უშუალოდ ბარიკადთან შეხლა-შემოხლა, დაკავებულია ორი ადამიანი, რომელიც ცემა პოლიციამ. ცოტა ხნის წინ მოვუწოდებდით, რომ გამოეშვათ დაკავებულები. ესენი შეხლა-შემოხლის დროს გადაიყვანეს მეორე მხარეს. უცებ, როცა შეათრიეს კორდონში ერთი ჩვენიანი, ვხედავდით, როგორ ურტყამდა მას პოლიცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ენკა – მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g