LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოყინვა

111
მოყინვა

მოყინვა არის ყინვის შედეგად ორგანიზმის ქსოვილის დაზიანება. არსებობს მოყინვის ოთხი ხარისხი: მოყინული ადგილი არის გაწითლებული, მოყინულ ადგილზე აღინიშნება ოდნავი ჩალურჯება, შეშუპება, ზომიერი ტკივილი, ჩხვლეტის შერძნება. მოყინვის ხარისხის დადგენა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ბავშვებში და განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში. სახლის პირობებში მკურნალობა მხოლოდ პირველი ხარისხის მოყინვის დროს არის შესაძლებელი. სიმპტომები, როგორც წესი, მე-3, მე-4 დღეს ლაგდება. მოყინვის დროს ექიმი ყოველთვის საჭიროა, თუმცა მე-3-მე-4 ხარისხის დროს გადაუდებელი დახმარებაა აუცილებელი. გალღობის შედეგად აღმოჩენილი სახიფათო სიმპტომებია: მუქი წითელი, მოლურჯო კანი, წყლიანი ბუშტუკები, სილურჯე აღინიშნება მოყინული ადგილის მიმდებარე ზონებშიც.

პირველადი სამედიცინო დახმარების  დროს აუცილებელია სიცივის ზემოქმედების აღკვეთა, შენობაში, გადაადგილება, მოყინული ხელთათმანის, ფეხსაცმლის ან სხვა სამოსის გახდა, ნელი გალღობა თბილი სხეულით, თბილი წყლით. წყალი შეიძლება გააცხელოთ ეტაპობრივად, ძალიან ნელა, 15 წუთის ინტერვალით. გადაუხვიეთ ხელი მშრალად და თავისუფლად. მოყინულიი ხელის ან ფეხის თითების შემთხვევაში თითებს შორის აუცილებლად ჩაუდეთ რაიმე ქსოვილი. დაალევინით ბევრი თბილი სასმელი.

არ შეიძლება გალღობა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ხელახალი მოყინვის საშიშროება. ფეხსაცმლის გახდა ყინვაში, რამეთუ შედეგად ფეხი სივდება და ფეხსაცმლის ისევ ჩაცმა შეუძლებელია. დაზელვა, განსაკუთრებით თოვლით. სწრაფად გათბობა, განსკუთრებით ცხელი წყლით. მოყინული ადგილის სპირტით, ცხიმით დაზელვა. ალკოჰოლი. საერთო გადაციების დამახასიათებელი ნიშნებია: სიცივის შეგრძნება, მოდუნება და ძილად მივარდნა, მეტყველების, კოორდინაციის დარღვევა, კანის გაფერმკრთალება და გამოშრობა, უკონტროლო შინაგანი კანკალი, გართულებული სუნთქვა, შენელებული მაჯისცემა, სხეულის დაბალი ტემპერატურა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები