LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზამბიკში ნიანგმა ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გაიტაცა

127

ნიანგმა მოზამბიკში ფეხბურთელი ვარჯიშის დროს მოკლა.
19 წლის ბიჭი საშინელი სიკვდილით მოკვდა.

ტრაგედია ვარჯიშის დროს მოხდა. სამოყვარულო კლუბ „ატლეტიკო მინეირო დე ტიტე“ მოთამაშე ესტევაო ალბერტო ჟინო მდინარე ზამბეზის გასწვრივ დარბოდა, როდესაც თავს ნიანგი დაესხა და წყალში გაიტაცა.

„ის უეცრად გამოჩნდა წყლიდან და ალბერტოს ჩაეჭიდა. ფეხბურთელის ორმა მეგობარმა ყვირილი გაიგონა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხეს. ნიანგი 5 მეტრი სიგრძის იქნებოდა“, – მოყვა მწვრთნელი ედი კარვალიო.

„ატლეტიკო მინეირო დე ტიტემ“ დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

ნიანგები მოზამბიკში 5 ყველაზე საშიშ მხეცებს შორის შედიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g