LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოზარდის მდგომარეობა დასტაბილურდა” – ექიმები ბიჭზე, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

282
iashvili 1

12 წლის ბიჭი, რომელსაც მეტროსადგირ გიცირიძის მიმდებარედ რკინიგზის მატარებელი დაეჯახა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

იაშვილის კლინიკის ექიმმა არჩილ აგლაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არასრულწლოვანი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი თქმით, ბიჭს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

„ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში, გამოვლინდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში.

ჭრილობებზე ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძობს მკურნალობას.

მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს მეტროსადგირ გოცირიძესთან არასრულწლოვანს რკინიგზის მატარებელი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭს ლიანდაგზე გადასვლისას ყურსასმენები ეკეთა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g