კომპანია Castrol-მა რბოლა ვიდეო თამაშ Need For Speed-ის სტილში მოაწყო, სადაც ერთმანეთს პროფესიონალი მრბოლელი და გეიმერი ეჯიბრებიან. მონაწილეები ნამდვილი ავტომობილების საჭესთან დასვეს და სპეციალურად მომზადებულ ტრეკზე გაუშვეს, რომელიც ვირტუალური ტრასის მსგავსად იყო გაფორმებული.
გარბენში Ford Mustang გამოიყენეს, რომელსაც მთლიანად დაუფარეს ფანჯრები და უკან კამერა დაუყენეს, რომელიც სალონის დისპლეიზე ახდენდა ტრანსლაციას. ამ გზით, მრბოლელები საკუთარ თავს გვერდულად ხედავდნენ, ზუსტად ისე, როგორც თამაშისას. ამასან, ტრასის ზოგიერთი მონაკვეთი ვირტუალური მანიშნებლებით იყო აღნიშნული.