ნორვეგიელმა მრბოლელმა, Formula Drift World Champion 2015-ის ჩემპიონმა ფრედერიკ აასბმა ასფალტზე კუპე Toyota GT86-ის გიგანტური ლოგოტიპი გამოსახა. ლოგო იმდენად დიდია, რომ ის კოსმოსიდანაც ჩანს. გამოსახულება საბურავების კვალით არის გაკეთებული, რომელიც 1165 ცეხნის ძალის მქონე Toyota GT86-ს გადააკრეს.
ლოგოტიპი ავტომობილმა 137 მეტრის დიამეტრის მქონე მოედანზე დახატა, რომელიც ბრიტანულ მილბრუკში მდებარეობს. გამოსახულების დატანის მომენტში აასბს კიდე ორი სამოქალაქო GT86 ეხმარებოდა. კოსმოსიდან ვიდეოს გადაღებაში ავტომარმოებელს კომპანია Airbus დაეხმარა.