LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე საკუთარ ,,ინსტაგრამ” გვერდზე ავრცელებს მიმართვას, რომელშიც განმარტავს, რატომ არ უერთდება თბილისში უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციებს

1394
გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რატომ არ დგას რუსთაველზე, აქციის მონაწილეებთან ერთად.

„ერთადერთი, რის გამოც გარეთ არ გამოვალ, მხოლოდ ის მომენტია, რომ მაქეთ მხარეს დგას მიშას სასტავი და ,,მიშა გამოვიყვანოთ” ამბობენ. კარგად მახსოვს მიშას რეჟიმი და მას გვერდში ვერ დავუდგები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მთავრობა გვყავს. საშინელი მთავრობა გვყავს, მაგრამ უფრო ცუდი სასტავი იყო, ვინც ამათმა მოგვაშორებინეს. ასე რომ მანდ დაკვალიანდით რა… ან ეს ხალხი მაქედან სამუდამოდ წავიდეს და სხვა პარტიებმა ითავეთ რამე. მაგრამ ამ შემთხვევაში საშინელსა და უარესს შორის, მე განსხვავებას ვერ ვხედავ“. – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

მარტა ბარამიძე: „ხალხი ყოველგვარი ლიდერების გარეშე ვდგავართ. ჩვენ არ გვხელმძღვანელობს რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს მოქალაქეების აქციაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g