LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსგავსი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს“ – რუსეთმა ატლანტის ოკეანეში ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები გაუშვა

156
Untitled design

რუსეთმა ატლანტის ოკეანეში ახალი, ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა.

ფრეგატის გაშვების ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ.

როგორც სერგეი შოიგუმ განაცხადა, ცირკონებით შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაშიც, მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია.

ვლადიმირ პუტინმა კი აღნიშნა, რომ მისი მსგავსი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს:

„მინდა, მადლობა გადავუხადო, თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსის სპეციალისტებს, რომლებმაც შექმნეს და ამ უნიკალური იარაღის მასობრივი წარმოება დაიწყეს. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი არ არსებობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძლავრი იარაღი რუსეთს საშუალებას მისცემს, თავი საიმედოდ დაიცვას პოტენციური გარე საფრთხეებისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მოვემსახუროთ“, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები