LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობაზე გარდაცვლილი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია

575
korpusi

ისანში მდებარე მშენებარე კორპუსში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის 16 წლისაა. მისივე თქმით, ასაკი მას შემდეგ დადგინდება, რაც დასაქმებულთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მიაწვდიან. 

ისანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს

დღესვე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია მიქაიამ განმარტა, რომ სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. მისი თქმით, დასაქმებულები სამშენებლო სამუშაოებს პასუხისმგებელი პირის გარეშე ახორციელებდნენ, ბაგირის გამოცვლაზე კი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული.

 

შეგახსენებთ,  დღეს დილით, მამაკაცი ისანში მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები