LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თითქმის 20%-ით შემცირდა

96
dd

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2021 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 1.6 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობითვე, 2021 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9 პროცენტიანი ზრდით, რაც 9.16 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები