LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარობის შემდეგ ბეჰატი პრინსლუ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

20

მას შემდეგ, რაც დედა გახდა, 29 წლის მოდელი ბეჰატი პრინსლუ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. ადამ ლევინის მეუღლე American Music Awards-ზე იმყოფებოდა.

Victoria Secret-ის „ანგელოზი“ და Maroon 5-ის ვოკალისტი მშობლები ორი თვის წინ გახდნენ. მათ ქალიშვილი დასტი როუზი შეეძინათ.

პრინსლუ აქტიურად აზიარებდა ორსულობის მიმდინარეობის შესახებ ფოტოებს, ოქტომბერში კი, შვილის დაბადების შემდეგ მან პირველი სელფიც გამოაქვეყნა. ცერემონიაზე მისულმა ლამაზმანმა კი დაამტკიცა, რომ ფორმაში ჩასადგომად მას არც დიდი დრო და არც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება – მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ მოდელი და მუსიკოსი 2014 წელს დაქორწინდნენ.

American Music Awards, Arrivals, Los Angeles, USA - 20 Nov 2016

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები