მშობლების უმეტესობას ერთ-ერთი შვილი განსაკუთრებულად უყვარს და მათი ფავორიტი, უმეტესად, პირველი შვილია ხოლმე, ამის შესახებ ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევაში, სადაც მონაწილეობა 768 მშობელმა მიიღო. დედების 70-მა და მამების 74-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შვილი განსაკუთრებულად უყვართ.
მკვლევარებმა სულ 384 ოჯახი შეისწავლეს. ყველა მონაწილე ოჯახში წყვილებს ჰყავდათ ორი შვილი და ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა 4 წელი იყო.
მშობლებს არ დაუსახელებიათ, რომელი შვილია მათი ფავორიტი, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ უმეტესად, განსაკუთრებით უფროსი შვილი უყვართ.
კვლევას კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი კეტრინ კონგერი უძღვებოდა.