დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ყველას მადლობას უხდის, ვინც ამ მძიმე დღეებში ამხნევებს და გვერდში უდგას.
ნატო ხუტაშვილი მშობლებს მიმართავს და სთხოვს, თუ შეუნიშნავთ საეჭვო პირი 186-ე სკოლის ტერიტორიაზე, გამოეხმაურონ.
„ამ უმძიმეს პერიოდში ვგრძნობ ყველას თანადგომას. შემეხმიანა და შევხვდი ბავშვიან მამაკაცს. მადლობა ყველას, ვინც ეძებდით იმ დღეს ანის, ვინც მწერთ და მამხნევებთ. ვინც მაგ დროს გაიარეთ, ვინც ძებნაში მონაწილეობას იღებდით გთხოვთ შემეხმიანეთ.
ორი ახალგაზრდა ბიჭი ზურგჩანთით- ბიჭებო ყველგან დარბიხართ, ტელეფონის ფარანი გაქვთ ჩართული 186 სკოლის ტერიტორიაზე-შემეხმიანეთ. მშობლებო მოგმართავთ თქვენ – პედოფილი ან პიროვნება, რომელსაც არაჯანსაღი ინტერესი გამოუხატავს ბავშვების მიმართ, აქვს მოძალადის ნიშან-თვისებები, თუ იცით ასეთი პირები, ყველას უმორჩილესად გთხოვთ შემეხმიანეთ პირადში. გააზიარეთ ეს პოსტი. დაგლოცოთ უფალმა“, – წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.
ამავე თემაზე:
„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რა