მელანია ტრამპმა კიდევ ერთხელ დაარღვია პირველი ლედის მოდის წესები თავისი უახლესი სამოსით. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სლოვენიაში დაბადებული მეუღლე გუშინ ვაშინგტონში, ხელოვნური ინტელექტის განათლების საკითხებზე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას შეუერთდა, სადაც დიდი ზომის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. ორნაწილიან ზოლიან კოსტიუმს ფართო, მაღალწელიანი შარვალი ასრულებდა. მან ლუქი თეთრი მაისურითა და შესაბამისი ფერის ქამრით გაალამაზა.
მელანიამ აჩვენა, რომ პირველი ლედის ჩაცმულობა მკაცრი არ უნდა იყოს და მან სტილს მომხიბვლელობაც შემატა. 55 წლის მელანია უარს ამბობს ჩაცმის იმ სტილზე, რომლებსაც სხვა პრეზიდენტების ცოლები, მიშელ ობამა და ჯილ ბაიდენი მორჩილად იცავდნენ.
მელანია ტრამპი ყვავილებიან შარვალში – პირველი ლედის ფერადი ექსპერიმენტი



