LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მშვიდობით, დროგო” – ჯეისონ მომოამ წვერი გაიპარსა (ფოტო/ვიდეო)

314
12433344-0-image-a-147_1555592748566

ჯეისონ მომოამ, რომელიც მთელი 7 წლის განმავლობაში გრძელ წვერს არ შელევია, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ,,სამეფო კარის თამაშებში”, კჰალ დროგოს როლის შემსრულებელმა ამერიკელმა მსახიობმა, ქსელში ვიდეო ,,მშვიდობით, დროგო” გამოაქვეყნა, რომელშიც წვერის გაპარსვის პროცესია აღბეჭდილი.

გაირკვა, რომ ,,აქუამენი” წვერს პლანეტის უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით შეელია.

როგორც  39 წლის ვარსკვლავმა, ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნებულ რგოლში აღნიშნა, ამ ჟესტით ის Ball Corporation-ის კამპანიაში ჩაერთო, რომელიც ოკეანეებისა და ზღვების დაბინძურების წინააღმდეგ გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 7 წლის შემდეგ პირველად, ძველ იმიჯს კიტ ჰარინგტონიც გამოემშვიდობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები