რეჟისორი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა.
მეგობრები, ბოლო წუთამდე არ კარგავდნენ იმედს, რომ ოთარის სიცოცხლისთვის ბრძოლა, წარმატებით დასრულდებოდა.
მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ოთართან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებ და წერს:
„მშვიდობით ოთო, დაუჯერებელია“.
ცნობისთვის, ოთარ ქათამაძე ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მსახიობის გადასარჩენად, საქართველო გაერთიანდა. მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა.
მსახიობი 42 წლის იყო.