LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას უწევს

104
საქართველოს ეროვნული ბანკი

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, საქართველოს საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ვორქშოპი ჩაატარეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში კონკურენცია საფინანსო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია. ჯანსაღი კონკურენცია საფინანსო სექტორში ხელს უწყობს ეფექტურობის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტების მიწოდებას, მეტ ინოვაციას, დაბალ ფასებსა და გაუმჯობესებულ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

„ჩვენი საფინანსო ბაზარი კარგად არის განვითარებული, არის სტაბილური, მაგრამ ამავდროულად ბევრი ახალი მონაწილე შემოდის ბაზარზე. ჩვენ ლიცენზიებს გავცემთ ახალ ციფრულ ბანკებზე, ასევე ორი ახალი მიკრობანკი შემოემატა ბაზარს, არიან არასაბანკო მოთამაშეები – ვირტუალური აქტივის სერვისის მიმწოდებლები, ასევე საგადახდო სერვისის მიმწოდებლები. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში კონკურენცია გაზრდის საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობას, შეამცირებს დანახარჯებს და მოსახლეობასაც უფრო მისაღებ პირობებში ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სერვისებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g