LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკს დღეიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს

196
20180811-world-bank

ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში დევიდ მელპასი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მელპასი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება და ის უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა ორგანიზაციას, მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის წინა პრეზიდენტმა ჯიმ იენ კიმმა თანამდებობა მიმდინარე წლის 1 თებერვალს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები