LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ: თბილისში ხელბურთელთა მუნდიალი გაიხსნა

58

თბილისში ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

„ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად”, – ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

 

 

ჩვენს, B ჯგუფში ისლანდიის ნაკრებმა იაპონიას დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 26:24 მოუგო.

A ჯგუფში საფრანგეთის გუნდმა ბაჰრეინის ნაკრები 42-20 დაამარცხა, ხოლო დანიელებმა ეგვიპტის გუნდის წევრებს მინიმალური სხვაობით 29-28 სძლიეს.

C ჯგუფში ხორვატიის და პორტუგალიის მატჩი ფრედ 30-30 დასრულდა.

არგენტინის გუნდი კი პოლონეთის ნაკრებთან 22-26 დამარცხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g